პოლიტიკა
საფოსტო გზავნილები რუსეთი-საქართველო: პირველი შედეგები

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 7 ივლისიდან განახლებული რეგულარული საფოსტო გზავნილები მოსკოვი-თბილისი ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი მიმოსვლის მოთხოვნად არხად იქცევა. 1,5 თვეზე ნაკლებ დროში რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გადატანილი კორესპონდენციის მთლიანმა წონამ 4,6 ტონა შეადგინა. ფრენების სიხშირისა და მათი გეოგრაფიული დაფარვის მატებასთან ერთად, ასევე მოსალოდნელია ავიამიწოდების მოცულობის ზრდა მომხმარებელთა ფართო წრისათვის. უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებელმა შესაძლოა თვეში 6 ტონას მიაღწიოს.