აქტუალური
2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.098 მლრდ აშშ დოლარი იყო

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2023 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.098 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ, წინასწარ მაჩვენებელზე კი – 4.9%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7% შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, 2022 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 437.0 მლნ აშშ დოლარი – გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ესპანეთი – 360.5 მლნ აშშ დოლარით და ნიდერლანდები – 196.2 მლნ აშშ დოლარით.

დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასე გამოიყურება: აშშ – 176.5 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 120.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 108.1 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთის რესპუბლიკა – 84.5 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 58.7 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 55.1 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 43.6 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 457.2 მლნ აშშ დოლარით.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 538.0 მლნ აშშ დოლარ საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე მოდიოდა. შემდეგ მოდიან: უძრავი ქონება – 366.5 მლნ აშშ დოლარით; წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – 197.2 მლნ აშშ დოლარით; ვაჭრობა – 189.4 მლნ აშშ დოლარით; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 165.9 მლნ აშშ დოლარით; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 140.9 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობა – 134.0 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკის სექტორი – 129.6 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი – 90.1 მლნ აშშ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 66.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი სექტორები – 79.6 მლნ აშშ დოლარით.