საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდის, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.
"ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც ამ მიმართულებით გვეხმარება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
interpressnews.ge