სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. იცით, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს ეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით.

დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ სტიქიას და რათქმაუნდა კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი, მთელი საზოგადოების მწუხარებას“, - განაცხადა პრემიერმა.