აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. გასაგებია თქვენი ეს ემოცია, ვიცი, რომ ხართ სუბიექტურად განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა გადარდებდეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. რაც შეეხება მთავარ საკითხს. პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არაფერზე ფიქრობს გარდა პირადი კეთილდღეობისა.

კარგად მოგეხსენებათ მათი, ამჟამად უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა. როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, ახლაც აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს, ეს მათი ხელწერაა, მეგორებო. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.