საზოგადოება
მემორანდუმი საქართველოს ათასწლეულის ფონდსა და საქსტატს შორის

saqstatiiiსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 6 ივლისს, საქსტატსა და საქართველოს ათასწლეულის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, ათასწლეულის ფონდი საქსტატს გადასცემს ყველა იმ ინტელექტუალურ ინფორმაციას (განხორციელებული გამოკვლევების შედეგად მოპოვებული მონაცემები, მასალები და ანგარიშები), რომლებიც ათასწლეულის ფონდის დაფინანსების ფარგლებში იქნა მოპოვებული.

მემონარდუმის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება-გავრცელებაზე საქსტატი მიიღებს საავტორო უფლებას, რომლის ნაწილსაც განათავსებს თავის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს ათასწლეულის ფონდსა და საქსტატს შორის სამწლიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა 2011 წლის მარტში დასრულდა.

 

საქინფორმი