საზოგადოება
მედია: შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ქალი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქსენია ტრიჩევაა, რომელიც პერმიდან იყო.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოცემას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში დაუდასტურეს.

დღეს მოსული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ერთ-ერთმა მისმა ახლო დაქალმა მისი ცხედარი პროზექტურაში ამოიცნო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 16 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.