სამართალი
„რუსეთის ფოსტამ“ საქართველოში პირდაპირი რეგულარული ავიაგზავნილების მიწოდება დაიწყო

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. „რუსეთის ფოსტამ" საქართველოში პირდაპირი ავიაგზავნილების მიწოდება დაიწყო. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით РИА Новости ავრცელებს.

ლოგისტიკური ოპერატორი განახორციელებს 6 ტონამდე ამანათის, კორესპონდენციისა და საექსპორტო ტვირთვის ტრანსპორტირებას“, – აღნიშნულია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ტვირთს ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავები გადაზიდავენ. „რუსეთის ფოსტის“ ლოგისტიკური ცენტრი, სადაც ამანათები საბაჟო კონტროლს გაივლის, განთავსებულია მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოს“ მახლობლად, საიდანაც ავიაკომპანია ყოველდღიურ რეისს ახორციელებს თბილისში.

კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა. ეს ეხება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე კერძო კლიენტებსაც. „აზიმუტთან“ პარტნიორობის წყალობით რუსეთიდან საქართველოში ამანათების მიწოდების ვადა ორი-სამი დღით შემცირდება“, – განაცხადა „რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელმა გიორგი ბაუტინმა.

აქამდე რუსეთიდან საქართველოში ავიაფოსტის მიწოდება მესამე ქვეყნების გავლით ხდებოდა.