პუბლიკაციები
მანანა კობახიძე: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების პოზიციით, მართლმადიდებლობა არის საქართველოს კონსერვატიული და განვითარების შემფერხებელი გარემოება“

manana-kobaxiZeთავისუფლების სიმბოლოდ აღიარებულმა ამერიკულმა დემოკრატიამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან დეკლარირებული „ლიბერალური თავისუფლებით“ საქართველოში უმთავრესად მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლების დევნა-დაპატიმრება გამოიწვია. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია ადამიანის უფლებათა დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მანანა კობახიძე.  

– ქალბატონო მანანა, საქართველოში არ არსებობს არცერთი სხვა კონფესიის წევრი, მართლმადიდებლის გარდა, რომელსაც რელიგიური მრწამსის გამო ბორკილები დაადეს...

– ამით საქართველოს ხელისუფლება დასავლელ მეგობრებს თავის დემოკრატიულობას უმტკიცებს. ასეთ დემოკრატიად კი ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ უმცირესობების, მათ შორის, სექსუალურის, დაცვას განიხილავს. ასეთი დაცვა კარგია, მაგრამ ეს უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ უკანონო ბრალდებებისა და უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში დემოკრატიულობის ნიმუშად, რატომღაც, სექსუალური უმცირესობების წამახალისებელი პროპაგანდისტული წიგნის საწინააღმდეგოდ გამართული მართლმადიდებლების პროტესტის თვალსაჩინო დასჯა წარმოადგინეს. არადა, მათი მხრიდან არ არსებობს ამ საქმეში ხულიგნობის ჩადენის მტკიცებულება და დამადასტურებელი ფაქტი (საუბარია 2010 წლის 4-7 მაისს მომხდარ გახმაურებულ ინციდენტებზე ილიას უნივერსიტეტთან ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაზე და ტელეკომპანია „კავკასიის“ ოფისთან. – საქინფორმი). რატი მაისურაძესა და ავთანდილ სუმბაძეს იმას ედავებიან, რაც არ მომხდარა – ორი კაცი ფართო ქუჩას ვერ გადაკეტავდა! ასეთ დროს პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის შესახებ კანონით მოქმედებს – აკავებს ადამიანებს. მათ ადმინისტრაციული სასჯელიც კი არ შეეფარდათ და პირდაპირ სისხლის სამართლის სანქციები ამოქმედდა. პოზიციის გასამყარებლად კი ვითომ „დაზარალებული“ ლუტიძისა და ვასილ გაბუნიას საჩივრები მოიშველიეს. ორივე „დაზარალებული“ მხარე „ლიბერალური აზროვნების“ აქტიური მხარდამჭერია. თავისთავად, ლიბერალიზმში ცუდი არაფერია, თუმცა გააჩნია, ამას როგორი ფორმით გამოხატავ. მართლმადიდებლობის დამცველები განსხვავებულად აზროვნებისთვის ფაშისტებად და ექსტრემისტებად არ უნდა შეირაცხონ. ამ საქმით „ლიბერალებს“ „გამოხატვის უფლებად“ დედის, შვილის მიმართ ლტოლვის წახალისება და პრეზენტირება ეთვლებათ. ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე აღძრულია საქმეც და ბრალდების წარმოებაც ამით ხდება. მხარე საქმეში ვერც ობიექტური იქნება და მისი მოსაზრებებიც მიუკერძოებლად ვერ მიიჩნევა. დიდი ხნის განმავლობაში ისინი აშკარა დაპირისპირებას ავლენდნენ როგორც მართლმადიდებლური იდეების, ისე „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიმართაც.

„მშობელთა კავშირის“ მიერ ჩადენილი არცერთი ანტისაქვეყნო ფაქტი არ ფიქსირდება. ბასილ მკალავიშვილის მიერ იეღოველთა დარბევის კადრებს „ლიბერალები“ „მშობელთა კავშირისად“ ასაღებენ. მათ მართლმადიდებლების „ბნელ ფუნდამენტალისტებად“ შერაცხვისთვის პასუხსაც არავინ სთხოვს. ოთხი თვის დაგვიანებით აღძრული საჩივარი სასჯელის გამკაცრების სამართლებრივ საფუძველს – ოთხნახევარ-წელიწადზე კიდევ ორ-ნახევარი წლის დამატების მოტივს თუ იძლევა?

– ოთხი თვის გაჭიანურების შემდეგ ადამიანის დაზარალებულად ცნობაც და ბრალის წაყენებაც გაუმართლებელია. ეს სასჯელის გამიზნულად დამძიმების ეჭვს ბადებს. დასასჯელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასეთად მაისშივე უნდა ეცნოთ. „დაზარალებული ლუტიძის“ დასკვნაში ჩაწერილი მსუბუქი დაზიანება – „ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლის“, ხულიგნობის კვალიფიკაციით მხოლოდ მის დასამძიმებლად შეიცვალა. ახალი ჩვენებების შედეგად, ამისთვის აქცენტები გამვლელების შეშფოთებაზე, წესრიგის დარღვევასა და მოძრაობის გადაკეტვაზე გაკეთდა. სასჯელიც ხულიგნობაზე გადაკვალიფიცირდა. მაისურაძესთან მიმართებაში – „დაზარალებული ვასილ გაბუნიას“ შემთხვევაში კი, საერთოდ ექსპერტიზაც არ ჩატარებულა. რის შედეგად აღიარეს დაზარალებულად?! ექვსი თუ შვიდი საპატრულო მანქანის ოცამდე პატრულმა წესრიგის დარღვევა რატომ ვერ დააფიქსირა? ისინი აცხადებენ, რომ არ დაუნახავთ, ვინ ვის ჩაარტყა. ვერც იდენტიფიცირებას ახდენენ. ვიდეომასალაშიც არაფერი ჩანს. პოლიციელებმა პროცესზეც მხოლოდ პროკურორისგან ზუმბაძეზე მითითების შემდეგ დაასტურეს მისი დანაშაული. კადრებშიც დაკავებულნი არც არავის ურტყამენ და არც შეურაცხყოფენ ვინმეს.

აქციაზე არა დამკვირვებლებად, არამედ მონაწილეებად მყოფი ჟურნალი „ტაბულას“ კორესპონდენტების მიუკერძოებელ მხარედ აღქმაც არ შეიძლება. ეს ხალხი შემდეგ „ტაბულას“ რედაქციაში მიჰყავთ. მიდის ბექა მინდიაშვილიც. იგეგემება პოლიციის მოყვანაც. დგება საჩივარი. „ტაბულა“ ზედმეტად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში – ანუ დაინტერესებული მხარეა. თუნდაც, იმავე პატრულისა და დაზარალებულის დაბარებაც „ტაბულას“ ფუნქციაა?

ბოკერიას მეუღლის „ტაბულა“ ამათი ბუდეა?! გამოდის, რომ „ტაბულაში“ რასაც „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების“ სახელით „ლიბერალები“ ქადაგებენ, ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს და მიზანიც , გრანტის სანაცვლოდ, მხოლოდ მართლმადიდებლობის უფლებების შევიწიროებაა...

–  რის ბუდეა – ეს საზოგადოებამ განსაჯოს. საკმაო ხანს აქტიურად მიზანმიმართულად იყვნენ მთელს იმ პროცესებში ჩართულნი, რაც მართლმადიდებლობის მიმდევრებთან – „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან“ დაპირისპირებას გულისხმობდა. გამოძიებისთვის მათგან მიწოდებულ ფოტოებზეც კი მტკიცებულება არსად ჩანს. არც განსასჯელთაგან ცემის ამსახველი კადრია სადმე. ეს საქმესაც დაერთო, თუმცა ნივთმტკიცებად ცნობილი არ არის. ამ დროს „ლიბერალი“ აჩო ხაჩიძისგან სხვისი ცემის ფაქტები არც კი განიხილება. ანუ რაც ეპატიება „ლიბერალს“, არ ეპატიება ზუმბაძეს, რომელიც მათ მოსაზრებებს არ იზიარებს. კამერით იღებს და შეკითხვებს სვამს... „ლიბერალების“ ჩივილი – „თქვე მამათმავლების დამცველებო“ – შეურაცხმყოფელ მიმართვას გულისხმობდა...

მათივე განცხადებით, ომბუდსმენს მამათმავლების დაცვა სახელმწიფოსგან ევალება... თუ ამას უკანონო ქმედებად თავად არ თვლიან. ამაში გრანტსაც იღებენ – ამის თაობაზე შეკითხვის დასმა შეურაცხმყოფელი რატომაა? სექსუალური უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს მეც მოვუსმენ ცემასთან, შეურაცხყოფასთან, ძარცვასთან ან რაიმე უბედურების საკითხზე. „ჩასაქოლადაც“არავის აღვიქვამ. სამწუხაროდ, თავად ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშების პოზიციით, მართლმადიდებლური სარწმუნოება და ჩვენი რწმენა, ზოგადად, კონსერვატული და ქვეყნის განვითარებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად განიხილება.

ასეთივე კრიტიკული დამოკიდებულება კონკორდატთან საპატრიარქოსა და მართლმადიდებლური კონფესიის განსაკუთრებული ავტორიტეტის გამოც შეიმჩნევა. ჩანს, ამის საწინააღმდეგოდ ქვეყანა სწორედ უმცირესობების დაცვით და საპირისპირო აზრის მქონეთა დაპატიმრებით ცდილობს ამერიკის გულის მოგებას. ჩვენ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული ისტორიული როლი მივანიჭეთ და ეს კონსტიტუციაშიც ავსახეთ. ახლა კონსტიტუციას ვარღვევთ? უმრავლესობის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მორალის ფაშიზმად და ექსტრემიზმად მონათვლა დაუშვებელია!

–  მთელი ქვეყანა არ არის „ლიბერალთა“ რაღაც ერთი ჯგუფი. მართლმადიდებლურ- ქრისტიანული მორალი ზოგადსაკაცობირო ფასეულობებიცაა. დამაბრკოლებელია თუ არა ჩემივე ქვეყნის განვითარებისთვის – ამის გადაწყვეტის უფლება იქნებ ჩვენ დაგვიტოვოს იმ ადმინისტრაციამ, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევა?!.

–  არის ქვეყნები, სადაც ბიძაშვილ-მამიდაშვილზე ქორწინება დასაშვებია. ამას არც ჩვენი კანონი   კრძალავს, მაგრამ სწორედ მართლმადიდებლური მორალითა და ზნეობით ამგვარი რამ თავში არავის მოსდის. ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე– ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა? ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიული ტრადიციის ქორწილის გამო ბრიტანეთი არქაულ და ფუნდამენტალისტურ სახელმწიფოდ არავის გამოუცხადებია. მართლმადიდებლური ტრადიციის დაცვა ექსტრემიზმი და ფაშიზმი რატომღაა? 

მეტი გრანტის მისაღებად „ტაბულას“ ამერიკელებისთვის „აგრესიული მართლმადიდებლებისგან“ „საწყალი ლიბერალების“ დარბევის დემონსტრირება ხომ არ დასჭირდა?

–  შეიძლება სულაც არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მისთვისაც მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს.

– გამოდის, არაქრისტიანული უზნეობის მქადაგებელი ერთი მცირე აგრესიული ჯგუფი დანარჩენი ქართველი საზოგადოების ცნობიერებასა და იდეოლოგიაზე ძალადობს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, შესაძლოა, დაგიჭირონ კიდეც... პატარა ცისფერთვალება გოგოსა და მამის პატიმრობისას გაჩენილი ბიჭის ძახილი – „მამა, სახლში მალე მოდი!“ – მოსამართლეს ძილში არ ჩაესმის?!

–  მოსამართლეც დებს ფიცს. არ მგონია, მოსამართლეს ან პროკურორს მშვიდად სძინებოდა. „განსასჯელებზე“ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. „ქვეყანა ერთი დიდი ციხეა და გარეთ ვიქნები თუ შიგნთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – თქვა მაისურაძემ. მოსამართლემ ის გააკეთა, რაც უბრძანეს. პირველივე პროცესიდანაც გვთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების დადებას. დაცვის მიერ წარდგენილი უდანაშაულობის მამტკიცებელი ვერანაირი არგუმენტით მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს მაინც ვერ გამოიტანს – გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის. მილერი ხარებავაც ამიტომ გვეუბნებოდა – „დადეთ საპროცესო, ნუ დაღუპავთ ამ ბიჭებსო“.

– თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით მოწყობილმა რევოლუციამ თავისუფლების ნაცვლად მონებად გვაქცია? სასამართლოც რეჟიმის მონად იქცა. „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“ – ამ ბიჭების მრწამსია. დაპატიმრებით მათაც და გარეთ მყოფ მართლმადიდებლებსაც მხოლოდ რწმენაში გააძლიერებენ...

–  რამდენიმე ადამიანმა, ვინც თავს „ლიბერალს“ უწოდებს, იმ ადამიანების დასჯა გადაწყვიტა, ვინც მათ მოსაზრებებსა და იდეოლოგიას პრინციპულად ეწინააღმდეგება.

–  ეს „მათი“ – „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ტაბულაა“? ხელისუფლებაზე მეტი უფლება აქვთ... საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფი ამ საზოგადოების მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს, თუ – პირიქით – ეს საზოგადოება თავიანთ ჭკუაზე უნდა ატარონ?

– ჩანს, ამათი აზრით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას სწორედ ასეთი საზოგადოება და აზროვნება აბრკოლებს. ამის დანგრევაა საჭირო, ჩვენ რომ განვვითარდეთ.

–  ვიღაცის დავალებით უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებისთვის, პოლიციელებთან ერთად, მოსამართლეებსა და გამომძიებლებსაც არ უნდა მოეკითხოთ პასუხი? უკვე სასამართლო აქტების გადაკეთებაზეც საუბრობენ...

– მაგალითს მოვიყვან: ცოტნე გამსახურდიას პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ საქმესაც დაურთო. შუამდგომლობაც დააკამაყოფილა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გაგვიყალბეს ოქმი. განაჩენები უკვე ისე გამოაქვთ, რომ სათათბიროდაც აღარ გადიან – წინასწარ იწერება!

„ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული, ყველაფერი ტყუილი როგორაა? – საარჩევნო, სასამართლო ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ყალბდება. გამოდის,დემოკრატიად წოდებული ღირებულებებიც ყალბია და ბოროტებასა და სიკეთეს დღეს ერთი ფასი აქვს?..

– გეთანხმებით. იგივე გჯუფი შევარდნაძის დროს ამის გამო თავზე ამხობდა მაშინდელ ხელისუფლებას...

რაც ხდებოდა, ყალბდებოდა. ამასაც „ვარდების ხელისუფლებით“ მოსულნი არ სჩადიოდნენ? მათ მიერვე გაფუჭებულზე აქეთ ყვიროდნენ და რევოლუციაც თავიანთთვის არ მოაწყვეს, თუ „გასაფუჭებელი“ ზნეობა და სულიერებაღა რჩებოდათ?!

რა თქმა უნდა. სასამართლო სააკაშვილის დაწყებული არ არის?! სააკაშვილმა ის ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ზარ-ზეიმით არ დაიწყო?! ერთი წლის წინათ კი თქვა – ახლა ვიწყებთ რეფორმასო... ამ რეფორმებში დიდი ფულია. შექმენი პრობლემა და მოიპოვე ფული. გასაგები არ არის, რაც ხდება?  

– დასავლეთის დონორი ორგანიზაციები რაში ყრიან ამხელა ფულს?! მართლმადიდებლობასთნ „ჭიდაობით“ არაფერი გამოსდით? ეს ის თემაა, რომელსაც, მიუხედავად გაჭირვებისა, მთელი საქართველოს ფეხზე დაყენება შეუძლია! ფულს ამაში თუ იხდიან, ჩვენთვის ისინიც დამნაშავეები არ გამოდიან?

– დემოკრატიის განვითარებაში დასახმარებლად ფულს, ალბათ, გულწრფელად დებდნენ. ეს ხელისუფლების მხრიდან მისი განკარგვის ბოროტად გამოყენებას უფრო ჰგავს. ალბათ, ოდესღაც, კონკრეტული პირები მართლმსაჯულების დანგრევაზეც აგებენ პასუხს. ადვოკატი პროფესიას კარგავს და დისკრედიტებულია. მოსამართლეები ზეწოლად აღიქვამენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებას. პროკურორს უთქვამს: „გადაწყვეტილებები გამოტანილია სხვა საქმეებზე, სხვა ქვეყნებზე და ეს ჩვენ არ გვეხება“... (?!) ევროპულ სტანდარტს ვნერგავთ თუ სადღაც აზიისკენ მივექანებით?

– ჩვენთვის აჯობებდა, ქართული სტანდარტით ქართველებად დავჩენილიყავით...

ევროპაში რაღაცები მართლა კარგია. ამათ კი (მოქმედი ხელისუფლება. – საქინფორმი), ყველასაგან, რატომღაც, მარტო ცუდი გადმოაქვთ.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“