აქტუალური
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.