საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.