სამართალი
რაჭის გუბერნატორი: სტიქიის შედეგად შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.