სამართალი
სახელმწიფო დეპარტამენტი: „აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ მოსკოვსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატები სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტატისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.