„საქართველოს პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილს ვუცხადებთ ეროვნულ-პოლიტიკურ იმპიჩმენტს და მოვითხოვთ მის გადადგომას პრეზიდენტის პოსტიდან, რადგან მან არაერთხელ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულებანი, გათელა კონსტიტუცია, ხელისუფლება მრავალჯერ მოიპოვა ძალადობით და მასობრივი გაყალბებით, მოსპო დემოკრატიის საფუძვლები, დაამყარა ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმი, შექმნა რეპრესიული სისტემა, პოლიტიკური პოლიციით გააუქმა ბიზნესის, მასმედიის, სასამართლოს დამოუკიდებლობა, განახორციელა ადამიანთა მასობრივი დევნა, დაპატიმრება, წამება, მკვლელობა პოლიტიკური მოტივებით, უსასტიკესად არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს, ჩაება წინასწარ წაგებულ ომში და დაშალა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული სიმდიდრეები გაყიდა ან ხელში ჩაუგდო საკუთარ საოჯახო-პარტიულ ოლიგარქებს, გააღატაკა და სოციალური გენოციდი მოუწყო ხალხს“, – ნათქვამია საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ეროვნულ-პოლიტიკურ იმპიჩმენტში პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ.
„ჩვენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს დიქტატორისა და მის თანამზრახველთა მიმართ გამოიყენოს დადგენილი უმკაცრესისანქციები“, – ნათქვამია იქვე.
საქინფორმი