სამართალი
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ უახლოს მომავალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.
„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ. „საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ოფისი რამდენიმე დღეში იქნება მზად“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.