უცხოეთი
მედია - მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა, რომელიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონის გაშვება განხორციელდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მოსკოვის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ უკრაინამ მოსკოვში მდებარე ორ ობიექტზე დრონებით თავდასხმა სცადა. თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების მიერ გაშვებული ორივე დრონი გაანადგურეს.

interpressnews.ge