უცხოეთი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაადგილდება, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, კიევი სამხედრო საფრთხედ განიხილავს.

„კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე რუსელმა მხარემ განაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგების“ შეწყვეტის შემდეგ ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიემართება, განიხილავს, როგორც სამხედრო ტვირთის გადამზიდს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსკოვმა თავისი ქმედებებით საფრთხე შეუქმნა რუსეთის გემებს და ამიტომ ყველა რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მთავრობას.

1tv.ge