სამართალი
საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.
„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, – განაცხადა გვარამიამ.