უცხოეთი
რუსი მწერალი ვიკტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზების ახსნის გარეშე არ შემომიშვა ქვეყანაში, რის გამოც თბილისსა და ბათუმში ჩემი ორი გამოსვლა ჩაიშალა. გადავწყვიტე, რომ ამ შეცდომის გამოსასწორებლად პატივცემულ საქართველოს სახელმწიფოს მეორე შანსი მივცე - და შევიტანე სარჩელი“, - განაცხადა სოციალურ ქსელებში ვიქტორ შენდეროვიჩმა.

რუსი მწერლის ადვოკატის, მარია არხიპოვას განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მანამდე ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, ის ფაქტიც, რომ დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

interpressnews.ge