აქტუალური
ევროპის ინვესტბანკი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 4 მილიონ ევროს გადასცემს

investbankევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გრანტის სახით 4 მილიონ ევროს გადასცემს.

როგორც კომპანიიდან იტყობინებიან, აღნიშნული თანხის გადაცემის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წყლის სექტორის ექსპერტმა მარტინ შრივერმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული თანხით საქართველოს 7 ურბანული ცენტრისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დეტალური საინჟინრო პროექტები მომზადდება.

დაგეგმილია, ასევე, სპეციალური აღჭურვილობის შესყიდვა, რომლის მეშვეობითაც 11 ურბანულ ცენტრში წყლის დანაკარგის აღმოფხვრის მიზნით წყალმომარაგების სისტემის ტესტირება განხორციელდება.

ამასთან, აღნიშნული 4 მლნ ევროს ფარგლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის საერთაშორისო პროფესიონალი ექსპერტების დაქირავება განხორციელდებ, კომპანიის თანამშრომლები კი უცხოურ უნივერსიტეტებში გადამზადდებიან.

 

საქინფორმი