აქტუალური
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ნატო-ს გაფართოება პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ შაბათს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ნატო-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას.

პოლიტიკოსის განმარტებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა დაადასტურა.