პოლიტიკა
აუმოქმედებელი ხელშეკრულება – საქართველო-თურქეთის საზღვრის პირადობის მოწმობით გადაკვეთა ჯერჯერობით შეუძლებელია

turqetროგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ პირადობის მოწმობის გამოყენებით გადაკვეთის შესაძლებლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მისი თქმით, მიმდინარე წლის 31 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად თურქეთმა შიდაუწყებრივი პროცედურები უნდა დაასრულოს და შემდეგ ქართულ მხარეს ოფიციალურად აუწყოს.

„ხელშეკრულება გაფორმებულია და ოფიციალური პოლიტიკური ნება ორივე სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულია. ორივე ქვეყანაში სათანადო მზადება მიმდინარეობს. ქართულ მხარეს როგორც შიდაუწყებრივი პროცედურები, ისე ტექნიკური საკითხები უკვე მოგვარებული აქვს. ველოდებით, როცა თურქეთი შიდაუწყებრივ პროცედურებს ოფიციალურად დაასრულებს და გვაცნობებს. საერთაშორისო ხელშეკრულებაც ძალაში შესულად სწორედ ამის შემდეგ ჩაითვლება“, – განაცხადა კალანდაძემ.

 

საქინფორმი