პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ სომხეთმა გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართულმა მხარემ, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, სომეხ კოლეგას ოფიციალური თხოვნით მიმართა და შესაბამისი წერილი გაუგზავნა, რომელშიც განმარტა, რომ დოკუმენტი მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა და მასში პოლიტიკური ასპექტები წარმოდგენილი არ იყო. „სომხეთს საკუთარი კონფლიქტური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს“, – განაცხადა კალანდაძემ.შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ რეზოლუცია გასულ კვირას მიიღო. მას 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 74-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, 13-მა კი, მათ შორის, სომხეთმაც, წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქინფორმი