საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას - ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს.
„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.