პოლიტიკა
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა, ვიმედოვნებ, დიპლომატიური დისკუსიებითა და კერძო საუბრებით შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალურ კომუნიკაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ცხადია, ძალიან დაძაბული დროა. რუსეთი ახორციელებს უზარმაზარ ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. რაც თავიდანვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ გაერთიანდნენ. მათ საერთო მტერი ჰყავთ და სჭირდებათ ერთიანობა. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური დისკუსიებით და კერძო საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, გადალახონ ეს ვითარება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.