პოლიტიკა
ოფიციალური თბილისი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობით ხსნის

sagareo-saminსაგარეო საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალზე“/ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ გადაადგილების წესის შეცვლის შესახებ განმარტება დღეს გააკეთა. საგარეო უწყების განცხადებით, „აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს მიერ არჩეული სავიზო პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მიზანია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადამიანთა გადაადგილებას ტურისტული, ბიზნესის, სამედიცინო თუ სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ეს განხორციელდეს ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯებით თითოეული მოქალაქისთვის".

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე გამარტივებული პროცედურებით გადაადგილება აქამდე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელებს შეეძლოთ. თბილისის მიერ ვიზის მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებისთვის გამარტივების შემდეგ რუსულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება კავკასიელი სეპარატისტების თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული. ბოლო ხანებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ რუსული მხარის ზემოხსენებული მოსაზრების გასაბათილებლად სასწრაფო წესით მიიღო.