აქტუალური
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან.
გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს.
„ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways-ი.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.