სამართალი
ისანში გარემოვაჭრეები დაარბიეს

gabunia_zaza2თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ინფორმაციით, გუშინ, საღამოს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დაარბიეს. როგორც ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ დღეს საკრებულოს შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოვაჭრეებს ჩანთები, პირადი ნივთები და ფული წაართვეს.

„როგორც ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი, შსს-გან აღნიშნული დანაშაულის გამოძიებას მოვითხოვ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი ჩამდენი პირები მკაცრად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა გაბუნიამ.

დეპუტატ ჯაბა სამუშიას თქმით კი, თბილისის მერიამ საკრებულოსთან ერთად გარემოვაჭრეთა თემა უნდა დაარეგულიროს.