რელიგია
ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.
„მომავალს იმედის თვალით ვუყურებ იმიტომ, რომ ჩვენი ტაძრები ღვთის მადლითა და კურთხევით მორწმუნე ახალგაზრდებითაა სავსე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სიკეთის გზაზე დგანან და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მის დაცემას ღვთისმშობელი არ დაუშვებს. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. საქართველო ღვთის მადლითა და წყალობით გამთლიანდება და ჩვენი ქვეყანა ბედნიერი იქნება. ჩვენთან ერთად აფხაზები, ოსები და სხვებიც ბედნიერები იქნებიან“, – ბრაძანა პატრიარქმა.ამასთან, პატრიარქმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ „მშობელმა შვილს შრომა და სწავლის სიყვარული უნდა ასწავლოს“.
წირვის დასრულებისას ილია მეორემ გოგიჩაძეების გვარი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დალოცა.