სამართალი
საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი 8 მარტის საპროტესტო აქციის საქმეზე 2 500 – 2 500 ლარით დააჯარიმა.
ჯაფარიძე, რომელიც პარლამენტის მახლობლად 8 მარტს აქციის მსვლელობისას დააკავეს, აცხადებს, რომ მას დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.