სამართალი
საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამას წინათ მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.