რიჰარდ ვაგნერის სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული მესამე რაიხის ისტორიასა და ადოლფ ჰიტლერთან - ოპერის და სიმფონიის ჯადოქრის ესთეტიკის თაყვანისმცემელთან. ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის პოლკოვნიკმა, მამაცობის ოთხი ორდენის კავალერმა დიმიტრი უტკინმა მესამე რაიხის იდეოლოგიით გატაცების გამო მეტსახელად "ვაგნერი" აირჩია. შემდგომში ასეც უწოდეს კერძო სამხედრო კომპანიას, რომელიც დიმიტრი უტკინმა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან ერთად შექმნა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, დიდი გერმანელი კომპოზიტორის მსგავსად, ისტორიას ორგვარად შემორჩება - როგორც სამხედრო მამაცობით რუსეთის ინტერესებისთვის ბრძოლებში, ასევე სამხედრო ამბოხით, რომლის მიზეზადაც დიდი ფული იქცა. მხოლოდ 2022 წლის მაისიდან „ვაგნერის“ უზრუნველყოფა რუსეთის სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ვის ერგო ამ თანხის ნაწილი და ვის ეცოტავა - რუსეთის პროკურატურის გამოსაძიებელია, ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის გმირმა ევგენი პრიგოჟინმა გადაჭარბებით შეაფასა თავისი მნიშვნელობა და წმინდა რუსული გარჩევა დაიწყო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ილუზიები ერთ დღეში გააქარწყლა. აღსანიშნავია, რომ ამ რუსულმა გარჩევამ ყველაზე მეტად შეაშინა შეერთებელი შტატები, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის არ ეშინია, რადგანაც კრემლის გონიერების სჯერათ. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ორი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა არხებით, წარუმატებლად ცდილობდა მოსკოვის გაფრთხილებას მოახლოებული აჯანყების შესახებ და არწმუნებდა, რომ აშშ-ს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მაგრამ რაკიღა მოსკოვმა ამ გაფრთხილებებს ყურადღება არ მიაქცია და აჯანყება მაინც დაიწყო, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ ამბოხი თავად პუტინის მიერ ფარულად იყო ორგანიზებული, რათა 1500 ბირთვულ ქობინიანი რაკეტა პრიგოჟინის მეამბოხეთა ხელში ჩავარდნილიყო და მათ აშშ, უკრაინასთან ერთად აღეგავა პირისაგან მიწისა! რის შემდეგაც, თითქოსდა, განმეორდებოდა ე.წ. „გეკაჩეპე“-ს სცენარი - პუტინი კრემლში დაბრუნდებოდა და "პუტჩისტებს" დატუქსავდა.
ვისთვის ვწერ ასეთ ელემენტარულ რაღაცებს? საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მტრებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ. მათმა აპოკალიფსურმა სცენარებმა და პროგნოზებმა რუსეთის განადგურების შესახებ პრიგოჟინის ამბოხის დღეს, რომელიც საღამოსთვის ბოდვა აღმოჩნდა, დაამტკიცა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, უკლებლივ ყველა, უბრალოდ ყოყოჩი იდიოტია, სააკაშვილით დაწყებული, ხუხაშვილითა და ბერძენიშვილით დამთავრებული. დიახ, საქართველოში არ არიან უტკინები და პრიგოჟინები, მაგრამ არიან ბერძენიშვილი და ხუხაშვილი, მშვილდაძე და ქუთელია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ბოკერია, ხაზარაძე, გახარია, სააკაშვილი, უგულავა და ბარამიძე, რომლებიც ნაციზმის იდეოლოგიითა და ჰომოსექსუალიზმის ესთეტიკით არიან გატაცებულნი.
ჰომოსექსუალიზმი საუკუნის წინანდელი დიდი დასავლური პროექტის ერთადერთი სეგმენტია, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ აითვისა, რადგან სრულფასოვანი ნაციზმისა და პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შესწევს. სააკაშვილის გენერლების მიერ წარმოებული ყველა ომი სამარცხვინოდ იქნა წაგებული რამდენიმე საათში/დღეში, ამიტომ ოპოზიციას დღეს სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ დასავლურ ღირებულებებთან ქართველების იდენტიფიცირება ჰომოსექსუალიზმის მეშვეობით მოახდინოს, აქციოს ქართველი საზოგადოება ლგბტ-საზოგადოებად. მერე მათ უკვირთ - თანამოქალაქეები ქუჩებში გვცემენო... და ეს მხოლოდ დასაწყისია! არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ისინი თავად იყვნენ ხელისუფლებაში, თანამოქალაქეებმა მათგან ქუჩებში სილას კი არა, შუბლში ტყვიას იღებდნენ! უტიფარი საქციელითა და ხელისუფლებაზე პრეტენზიებით, სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებმა ქართველ ხალხს საკუთარი თავი თვითონვე შეახსენეს - იმის ნაცვლად, რომ ჩემად დაგდებულიყვნენ ჩრდილში და ლოცვებში გამოესყიდათ ცოდვები, პატრიარქს გვაგინებენ!
მაგრამ არსებობს კი სინამდვილეში ქართული ოპოზიცია, როგორც დასავლელი პატრონები ზემოხსენებულ იდიოტებს უწოდებენ, თუ ეს უბრალოდ მირაჟია, ერთგვარი ფატა მორგანა?!
ცნობისთვის: ფატა მორგანა ოპტიკური ილუზიაა, რომლის დროსაც ატმოსფეროში ჩნდება შორეული ობიექტების დამახინჯებული გამოსახულებები სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ფენებში სარკისებური არეკვლისა და სხივების გარდატეხის შედეგად. ანდერსენის და ჩეხოვის მიერ მხატვრულად აღწერილი მოვლენა ფატა მორგანა თავისი სახელწოდება ინგლისელი ალქაჯის სახელად „მორგანა“ პატივსაცემად მიიღო (მორგან - ინგლ. Morríghan - ომისა და სიკვდილის კელტური ქალღმერთია)
ფინანსისტი მორგანი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ განა ერთი დღე მაინც იარსებებდა ქართული ოპოზიცია ანგლოსაქსური მხარდაჭერის - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაფინანსების გარეშე?! რომ არა დასავლური გრანტები, საქართველოში უცხოური გავლენის ყველა აგენტი მირაჟივით გაქრებოდა, როგორც ფატა მორგანა! პარლამენტის ალქაჯები დეკანოსიძე-წითლიძე-ბოკუჩავა-კორძაია-სამადაშვილი-ხოშტარია-სამნიძე-ნაცვლიშვილი-აქუბარდია, რომლებმაც ახლახან მოიხსნეს უმწიკვლობის ფატა, ნამდვილად დარწმუნებულები რომ ყოფილიყვნენ, თითქოსდა საქართველოში რუსი აგენტები და პროპაგანდისტები მოქმედებენ, კანონს უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ ხმას მისცემდნენ! მათ დასავლელი მფარველები ნამდვილად დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და საქართველო რუსულმა ბიზნესმა მიიტაცა. საქართველოს პარლამენტს არ უბრძანებდნენ გაეუქმებინა მათ მიერვე ინიცირებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ! აი ასეთ მირაჟებს რეალობად აღიქვამენ საქართველოს დასავლელი „პარტნიორები“ და მათი ადგილობრივი მარიონეტები, რომლებსაც არ ესმით, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მთავარი მოთხოვნები ქართველებისთვის შეუსრულებელია: საქართველო არ იომებს რუსეთთან და არ შეუერთდება სანქციებს მის წინააღმდეგ; „ქართული ოცნება“ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ და სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ როდია, ამიტომ საქართველოში მორიგი „რევოლუცია“ არ მოხდება; საქართველო, სადაც ოდითგან მშვიდად თანაარსებობდნენ ტრადიციული რელიგიები, სამუდამოდ დარჩება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველობის ქვეშ, ამიტომ აქ არ იქნება არატრადიციული სექსუალური უმცირესობების და ერთსქესიანთა ქორწინების კულტი. ბავშვებს საქართველოში სხვა მშობლები ვერ ეყოლებათ, გარდა ჰეტეროსექსუალური მამისა და დედისა, რომელთაგანაც ამ ქვეყანას მოევლინებიან! იბადებიან ბიჭებად ან გოგონებად და შემდგომ არ ირჩევენ სქესს! ყველაფერი დანარჩენი კი ილუზიაა, მირაჟი, ფატა მორგანა, რომელიც როგორც გამოჩნდება, ისე გაქრება…
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 28 ივნისი
საქართველო, თბილისი