რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ შეიწყალა ივანიშვილმა გვარამია და რატომ არ აქვთ ქართველებს პუტინისა და პრიგოჟინის განკითხვის უფლება

     გასულ კვირას, ორი დღის ინტერვალით, ორი მოვლენა მოხდა - სამხედრო ამბოხირუსეთში და საქართველოში მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის გენდირექტორის შეწყალება. ეს მოვლენები იმითაა მსგავსი, რომ გაოგნებულ რუსებსა და ქართველებს მხოლოდ იმის ვარაუდი შეეძლოთ, თუ რა იყო მათი ნამდვილი მიზნები. ერთი რამ ნათელია - ორმა, თავისი მასშტაბებითა და შედეგებით შეუდარებელმა მოვლენამ სათავე დაუდეს შეუქცევად პროცესებრუსეთსა და საქართველოში, რომელთა შეჩერება შეუძლებელია და არ შემოიფარგლება რუტინული საკადრო წმენდით, ამიტომ მათ თვითწმენდას დავარქმევ.

   არ განვიხილავ პრიგოჟინის წარუმატებელ „ამბოხს“, რომელიც უცებ ქართული ოპოზიციის კერპად იქცა. მიმაჩნია, რომ ჩვენ, ქართველებს, მსოფლიო ლიდერებს ერთ სულ მოსახლეზე მოღალატეების რაოდენობით, არ გვაქვს მორალური უფლება, განვსაჯოთ რუსეთი, პუტინი ან პრიგოჟინი. ჩვენ, ქართველები, მშვიდობიანად თანავარსებობთ მოღალატეებთან, რომლებიც დასავლეთს სთხოვენ სანქციების გამოცხადებას თავისივე სამშობლოს - საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები დოლარებად ყიდიან! ქართველი დაქირავებულები უკრაინელი ფაშისტების მხარეს იბრძვიან, ჩვენ ვშვით სააკაშვილი, გახარია, ხაზარაძე და მათ პარტიებში გაერთიანებული ათასობით მოღალატე, ამიტომ ჩვენს საკუთარ სირცხვილზე უნდა დავფიქრდეთ, რუსები კი თავად მორიგდებიან ერთმანეთში. მაშ, გამოდის, რომ სტალინი სამხედროებს შორის წმენდას არა თავშესაქცევად ატარებდა?! რომ შეთქმულებებს, როგორც ჩანს, წარსულშიც ჰქონდა ადგილი და რომ დახვრეტის ყველა ის განაჩენი „ბოროტმოქმედი“ ბერიას „ავადმყოფური წარმოსახვის" ნაყოფი როდი იყო?!

   რაც შეეხება „ჩვენს ცხვრებს“: 10 წელია, რადიკალური ქართული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთპიროვნული ჩრდილოვანი მმართველია. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, არამედ ივანიშვილმა შეიწყალა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია. და რა მოხდა ისეთი?! განა ივანიშვილმა არ დანიშნა საქართველოს პრეზიდენტად ნულოვანი რეიტინგის მქონე ზურაბიშვილი - გამოიყენა თავისი ფინანსური და პარტიული რესურსები და მეორე ტურის დროს ბანერებზე მისი ფოტო საკუთარით შეცვალა?! ამიტომ, ყველა, ვისთვისაც გვარამიას გათავისუფლება სიურპრიზი იყო და ვინც ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკური წარსულია, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებიან - საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი არ მონაწილეობენ დიდ პოლიტიკაში, გადაწყვეტილებების მიღებაში!

   დღეს რუსმა ჟურნალისტებმა შემახსენეს, რომ გასული წლიდან პუბლიკაციებში და პრესკონფერენციებზე ვაცხადებ, რომ ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებს გვარამიას, მოგვიანებით კი სააკაშვილს. რა თქმა უნდა, პროგნოზი გამართლდა არა იმიტომ, რომ ივანიშვილთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი ვარ, რომელსაც ის თავის განზრახვებს უზიარებს, სულაც არა! საეჭვოა, ივანიშვილი წინასწარ ვინმეს რამეს უზიარებდეს, მით უმეტეს, რომ მილიარდერი ყოველთვის ორიგინალურ გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივად ცვალებადი გარემოებების შესაბამისად. უბრალოდ, გვარამიას გათავისუფლება ბრწყინვალე ნაბიჯია, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელია, ამიტომ მისი შეწყალების წინასწარ განუჭვრეტლობა ჩემთვის უპატიებელი იქნებოდა!

   თუმცა, ქართველი პოლიტიკოსები და პროქტო-პოლიტოლოგები, რომლებიც ინსტინქტებით გაუკუღმართებულად და არა გონივრულად მოქმედებენ, ეიფორიას მიეცნენ: დღეს ოპოზიციური ბანაკი სიხარულით ქვითინებს ახალი „მესიის“ - გვარამიას შეწყალების გამო, ხოლო სახელისუფლებო და მარგინალური ბრუტალური ძალები მრისხანებას შეუპყრია იმავე მიზეზით... თუმცა გონიერება გვკარნახობს, რომ გვარამიას შეწყალება, უპირველეს ყოვლისა, ხელს აძლევს ივანიშვილის მორიგი ნების შემსრულებელ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ივანიშვილს არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც უნდა უმადლოდეს. განვმარტავ: ზურაბიშვილი ივანიშვილსგან დავალებულია არა მხოლოდ 2020 წელს მისი არჩევის გამო - მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ესე იგი, დროა ასაკიანი ფრანგი ქალი დაბრუნდეს შინ, საფრანგეთში, რომელიც მას არაფერს ჰპირდება. აი საფრანგეთის მოქალაქე მილიარდერ ივანიშვილს კი შეუძლია მას სამუდამო პენსიონი დაუნიშნოს, თუ ის ბოლომდე შეასრულებს ზეპირი ხელშეკრულების პირობებს!

   ახლა - რისთვის დასჭირდა გვარამიას შეწყალება ივანიშვილს, რომელიც არ დაუშვებს საქართველოს უკრაინიზაცია/ნაციფიკაციას, საქართველოს, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა და სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, ამჯობინა რა თავისი სამშობლო საფრანგეთს, რუსეთსა და აშშ-ს. დავიწყებ იმით, რომ 2024 წელს საქართველოში გაიმართება არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო არჩევნებიც და ივანიშვილისთვის საჭიროა ტონუსში ჰყავდეს მის მიერ შექმნილი მმართველი პარტია, განახორციელოს „ქართული ოცნების“ რადიკალური საკადრო განახლება, რომელმაც ხელისუფლება დააკომპლექტა. პარლამენტარებმა და მინისტრებმა, რომლებმაც ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და მხოლოდ ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ ხელმძღვანელობაში, უნდა დატოვონ მაღალი თანამდებობები. მთავრობა და პარლამენტი უნდა დატოვონ მინისტრები და დეპუტატები, რომლებმაც დიდი ხანია საზოგადოებასთან კავშირი დაკარგეს, არ პასუხობენ მოქალაქეთა წერილებს, ძალიან აღიზიანებენ ქართველ ხალხს თავიანთი სიჯიუტით, არაპროფესიონალიზმითდა გადაჭარბებული ამბიციებით, ითაც დიდ პრობლემებს უქმნიან ქართულ ოცნებას“, პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. მათი "დამსახურებაა", რომ მომავალ წელს "ქართული ოცნება" არჩევნებში დაკარგავს მრავალ ათას, მაგალითად - კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ხმას. "ქართული ოცნების" მორიგ "სპიკერებს", რომლებმაც თავიანთი რესურსი დიდი ხანია ამოწურეს, ხალხმა ორაზროვანი მეტსახელებიშეარქვა, ტყუილუბრალოდ როდი იღებენ ინტერვიუებს მუდმივად მათგან ნიშნისმომგები ოპოზიციურტელეკომპანიებ - როგორც ხელისუფლების ანტიპათიურსახეებისაგან“! ამ მინისტრებისა და დეპუტატების გვარებს არ ჩამოვთვლი - ისედაც ყველასთვის ცნობილია, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ხელისუფლების ეს "სახეები" - კარიერისტები და რუსოფობები - იმდენ ხანს ლამობდნენ აშშ- ნდობის მოპოვებას, რომ საკუთარი იმიჯის შეცვლას - ობიექტურ თანამედროვე პოლიტიკოსებად გადაქცევას, ვეღამოახერხებენ.

   ყველა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, ხელისუფლების შესაჯანჯღარებლად ივანიშვილს სჭირდება ოპოზიციური ქარიზმატული მართვადი ლიდერი - როგორიცაა გვარამია, რომელიც, სრულებით დისკრედიტებული სააკაშვილისგან განსხვავებით, არ მართავდა შეუფერებელ ისტერიკებს, არ ითხოვდა გათავისუფლებას/შეწყალებას და ღირსეულად იჯდა ციხეში - და არა კერძო კლინიკის ლუქს-პალატაში! გვარამია, სააკაშვილისგან განსხვავებით, ნიჭიერი და განათლებულია, ასევე ჰყავს ერთგული მხარდამჭერების დიდი წრე - განსხვავებით მიშასგან, რომელსაც არავინ დარჩა. ამიტომ, დღეს გვარამია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის როლზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატია - დადგა დრო, რომ თავად გახდეს პოლიტიკოსი - იმის ნაცვლად, რომ პიარი უკეთოს ჭკუათხელ სააკაშვილს, მელიას, ხაბეიშვილს, ვაშაძესა და სხვებს.

   გვარამია მართვადია, რადგან იცის, რომ ივანიშვილის შეწყალებულია, ამიტომ გვარამია სამუდამოდ ივანიშვილის ფარული მოვალეა - ისევე როგორც უგულავა, ოქრუაშვილი და მელია არიან ივანიშვილის მარადიული მოვალეები! შემთხვევითი როდია, რომ ციხიდან გამოსული გვარამია საოცრად წააგავდა გათავისუფლებულ მელიას - ისეთივე დადინჯებული, ყველას შემნდობი და პატიების მთხოვნელი იყო, როგორც შეეფერება ხალხის საყვარელ ლიდერს! მელიამ და გვარამიამ ციხეში საკმარისად ბევრი დრო გაატარეს იმისათვის, რომ ცხოვრების აზრზე დაფიქრებულიყვნენ, რადგან ციხე საუკეთესო მასწავლებელია. გვარამია ციხეში მედიამენეჯერად შევიდა და პოლიტიკოსად გამოვიდა, რადგან საქართველოში დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად სასურველია ცოტა ხანი ციხეში დაჰყო. კიდევ, გვარამია სააკაშვილის დროს გენპროკურორის მოადგილე იყო, მაშასადამე იცის, რომ როგორც კი თამაშის წესებს დაარღვევს, ციხეში დიდი ხნით დააბრუნებენ, რეჟიმის მსახურებისას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების გახსენებით...

   გვარამია ივანიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის პოსტის დატოვების დაპირების სანაცვლოდ შეიწყალა. ასე მიაღწია ივანიშვილმა კიდევ ერთ მიზანს - თავმოკვეთილია მთავარი ოპოზიციური ტელეარხი - სახელმწიფო გადატრიალების ბერკეტი, პროპაგანდის რუპორი და უცხო გავლენის აგენტი!

   მაგრამ ყველაზე ეფექტური ისაა, თუ როგორ ჩაუტარა ივანიშვილმა მასტერკლასი ევროკომისიას! მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოსთვის 12 მოთხოვნა (რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად) ფორმალობაა, რადგან თითოეული მათგანი, იქნება ეს მედია, სასამართლო ხელისუფლება, პოლარიზაცია, გულისხმობს კონკრეტულ მითითებებს - შეიწყალონ გვარამია, გაათავისუფლონ სააკაშვილი, დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, განხორციელდეს ივანიშვილის ექსპროპრიაცია, რაც შვეიცარიულმა ბანკმაც ვერ შეძლო. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა „იყოს პაპზე მეტად კათოლიკე“ - ჯიუტად ამტკიცებს, რომ იცავს რაღაც „ნამდვილ ევროპულ ფასეულობებს“, თითქოს ისინი თავად ევროპელებზე უკეთ იცის! და აი იმისთვის, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო კომპრომისებზე მიდის ყველაფერში - ოღონდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ „უთმობს“ ევროკავშირსა და აშშ-ს, რაც წარმოშობს ქართველი ხალხის სიძულვილს დასავლეთის მიმართ, რომელიც საქართველოს საკუთარ ნებას კარნახობს! გააუქმონ პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ?! - კი, ბატონო, საკუთარი თავის ლუსტრაცია მაინც თავად მოახდინეს! არ მიიღონ ევროკომისიის მოთხოვნით შექმნილი კანონი ოლიგარქების შესახებ, რომელიც დააზარალებდა არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციურ მილიონერებს?! - ესეც არაა პრობლემა! შეიწყალონ გვარამია, რადგან ეს იქნება მედიის თავისუფლების პუნქტის შესრულება?! - ღვთის გულისათვის, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებასაც აწყობს რაც შეიძლება ჩქარა დაივიწყოს გვარამიას მიმართ საკმაოდ საეჭვო ბრალდება...

   ახლა რით დაამტკიცებს ევროკავშირი წლის ბოლოს, რომ საქართველო არ აკმაყოფილებს კანდიდატის მოთხოვნებს - მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით? მით უმეტეს, რომ ზურაბიშვილის, უფრო სწორად, ივანიშვილის ხელშია კიდევ ერთი "ჯოკერი" - სააკაშვილის შეწყალება?!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 24 ივნისი
საქართველო, თბილისი