საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. აშშ უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარს გაუგზავნის, რათა დაეხმაროს კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყანას ენერგეტიკული ქსელის, პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
„აღდგენა არის საფუძველი იმისთვის, რომ უკრაინა აღორძინდეს როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროპასთან და დაკავშირებული მსოფლიოს ბაზრებთან“, – განაცხადა ბლინკენმა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ესაა დამატებითი 1,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზანი.
ბლინკენის თქმით, ახალი ფინანსური დახმარება დაემატება აქამდე გამოყოფილ 20 მილიარდ დოლარზე მეტს, რომელიც აშშ-მა უკრაინის ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების ფარგლებში გამოყო.
1tv.ge