აქტუალური
„სამშობლო“ იყიდება

samshobloროგორც საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, 12 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა-ნაგებობებს ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდის.

გასაყიდად გამოტანილია თბილისში, კოსტავას №14-ში მდებარე 9447,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 16,2 მლნ ლარია, აუქციონის ბიჯი – 200 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ გამომცემლობა „სამშობლო“ საპრივატიზაციოდ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მოამზადა. მაშინ შენობიდან იძულებით გამოუშვეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს იქ განთავსებულ არაერთ მედიასაშუალებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონზე გასაყიდად გასულ წელსაც გამოიტანა, თუმცა მოგვიანებით მისი პრივატიზაცია მალევე შეაჩერა. მიზეზად შენობის ხელახალი აზომვითი და ტექნიკური სამუშაოები დასახელდა.