პოლიტიკა
საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. შიდა ქართლის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გუშინ გორიდან დაიწყო.
კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს.
20 ივნისს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხაშურში, ქარელსა და კასპში.