საზოგადოება
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გიორგი ცანავა ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან. შედგა შეხვედრები სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან, ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ევგენი ფიოდოროვთან და ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატ კირა ლუკიანოვასთან. შეხვედრებზე განიხილეს რუსულ-ქართული ურთიერთობები.
დღეს გაიმართა, აგრეთვე, კახა კუკავასა და გიორგი ცანავას შეხვედრა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლო მექანიზმები.ონიშჩენკოს წინადადებით, მომზადდება ქართველი მეწარმეებისა და ექსპერტების ვიზიტი რუსეთში და შეთანხმდება ექსპორტთან დაკავშირებული სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურები.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, აგრეთვე, შეხვდნენ ქართული დიასპორის ხელმძღვანელებს – ალექსანდრე ებრალიძესა და ვლადიმერ ხომერიკს. შეხვედრაზე განიხილეს რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალი განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები.