უცხოეთი
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
„იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სი ძინპინს კვლავ შევხვდები“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
14 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი ოფიციალურად დადასტურდა.
ბლინკენის ვიზიტი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერი გასულ წელს შეთანხმდა, 2023 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა გადაიდო. ამის შემდეგ ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა. მედიის ცნობით, სწორედ ამ სიტუაციის დასტაბილურების გამო ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩინეთში.
1tv.ge