რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკული გორაკები

   ჩიტივით - ზევით, ქვასავით - ქვევით, და ისევ - ცაში! - ვის არ ასჩქარებია გული „ამერიკული გორაკების“ ატრაქციონზე? ასეთივეა უკიდურესობებზე მდგარი ამერიკული პოლიტიკა - მკვეთრი, გაუმართლებლად კატეგორიული, დიპლომატიისა და კომპრომისების გარეშე. მაგრამ ფლობს თუ არა ამერიკა რესურსს პრაგმატიზმის უგულებელყოფისა და ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების მისაღებად? აქვს თუ არა ამერიკულ სისტემას მრავალპოლარული სამყაროს პირობებში გამძლეობის საკმარისი მარაგი, რომ გაუძლოს თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის მაქსიმალიზმს? გაძლოს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანსა და სხვა ევრაზიულ ქვეყნებთან დაპირისპირების პირობებში, რომლებსაც სძულთ ამერიკა ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაქსიმალიზმის გამო?

   „ამერიკული გორაკები“: დონალდ ტრამპს 37 ბრალდება წარედგინა და ყველა მათგანში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა მისი რეიტინგი 61%-ზე ავარდა. ისევ უკიდურესობები: ან - პატიმარი, ან - პრეზიდენტი, ან შავკანიანების ხოცვა, ან მათთვის ფეხების საჯაროდ დაკოცნა - ასეთია ამერიკული მაქსიმალიზმი. ის ამერიკის სიძლიერეა, თუ უსუსურობა? მოდი, გავარკვიოთ.

კარგია, რომ ამერიკის მართლმსაჯულებას არ ეშინია პრეზიდენტების პასუხისგებაში მიცემის. ცუდია, რომ ოვალური კაბინეტიდან წამოღებული საბუთების თავიანთ ავტოფარეხში შენახვა ეპატიება მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტებს, მაგრამ ხდება საბრალდებო დასკვნის საფუძველი ექსპრეზიდენტების წინააღმდეგ.

კარგია, რომ შეერთებულ შტატებში არ ეშინიათ თუნდაც პრეზიდენტების პასუხისგებაში მიცემის, ცუდია, რომ აშშ ამას სხვას უკრძალავენ. დიახ, ამერიკა კრძალავს ამერიკელი მარიონეტების პასუხისგებაში მიცემას იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავის ვასალებად თვლის - შეერთებული შტატების წყალობით, სომხური ფესვების, დაბალი მორალური პასუხისმგებლობისა და ფსიქიკური ნაკლოვანებების მქონე ჭაბუკი, თითქოს „ამერიკულ გორაკებზე“, საქართველოს პრეზიდენტობამდე აფრინდა! მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა, ტრამპის მსგავსად, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა, უფრო მეტიც - 2013 წელს სტუმართმოყვარედ გაუღო კარი სამხედრო დამნაშავეს! და 9 წლის შემდეგ უკრაინის მოქალაქე, არაჟნით რომ სკდებოდა კონტეინერში, თავისით რომ არ დაბრუნებულიყო, დღემდე ინეტარებდა კოკაინით, იბანავდებდა საქართველოში მოპარულ მილიონებში და ქორწინების გარეშე ბავშვებს დაშტამპავდა!

საქართველოში კი ახალი ხელისუფლება მთავრობა, რომელმაც უბრალოდ თვლა დაიწყო. ამერიკას დაუთვალეს, რომ ერაყსა და ავღანეთში ნატოს ოპერაციებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის მიუხედავად, საქართველო ნატოში არ მიიღეს. ევროპას დაუთვალეს, რომ მიუხედავად ყველა ევროსტანდარტის დაკმაყოფილებისა, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, რომელიც მიენიჭა შეუმდგარ ქვეყნებს, კორუფციაში ჩაძირულ მოლდოვასა და უკრაინას. აშშ-სა და ევროკავშირს დაუთვალეს, რომ ისინი საქართველოს არ ინახავენ - არ ყიდულობენ ქართულ პროდუქტს, არ დებენ ინვესტიციებს, არ ხსნიან ქარხნებს - არ ქმნიან სამუშაო ადგილებს და არ ჩამოდიან აქ დასასვენებლად, ამიტომ საქართველო არ გამოუცხადებს სანქციებს და ომს რუსეთს, რომელიც მას აპურებს. საქართველო გააგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას და კვლავაც მიიღებს რუს ტურისტებს, ეს ტანკებსა და „ჯაველინებზე“ უკეთ შემოაბრუნებს ქართველებისკენ აფხაზებს და ოსებს. მაგრამ ვაშინგტონში ეს არ ესმით, რადგან ისეთი მეთოდები, როგორიცაა შერიგება და რეინტეგრაცია, მეგობრობისა და ნდობის აღდგენა, სავაჭრო პარტნიორობა და დიალოგი, არ შედის აშშ-ის მაქსიმალისტურ სტილში. „ამერიკული გორაკები“: ან ზევით, ან ქვევით, თუ ომია - ყველა ერთის წინააღმდეგ და ერთის დასაცავად, და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის ტყუან-მართალი, რუსეთი თუ უკრაინა!

   „ამერიკული გორაკების“ უკიდურესობები: შეერთებული შტატები საქართველოს არასრულყოფილ სასამართლო სისტემაში ადანაშაულებენ და მტკიცებულების გარეშე ქართველ მოსამართლეებს სანქციებით სჯიან, მაგრამ ამავე დროს თავისთან პოლიტიკურ სამართალს აქეზებენ, უდანაშაულობის პრეზუმფციის იგნორირებითა და ფალსიფიცირებული „ფაქტების“ ოპერირებით! მსოფლიოში არავის სჯერა, რომ „მის მსოფლიო“-ს კონკურსის მფლობელს, მშვენიერი მელანიას ქმარს, თვალი გაექცეოდა უშნო, სინდის-ნამუსის დოლარებზე გამყიდველი ჭორიკნებისკენ. რა მოიგო ამერიკამ ამ ცრუ ბრალდებებით?

„ამერიკული გორაკები“: მთელი მსოფლიო გაოგნებული უყურებს, როგორ ჩაერია ამერიკის სახელმწიფო სისტემა საარჩევნო კამპანიაში ერთი კანდიდატის მხარეზე და მეორე კანდიდატის წინააღმდეგ - მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენის სასარგებლოდ და ექს-პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ. ამშვენებს ეს ამერიკულ დემოკრატიას? რა არის ეს, თუ არა სახელმწიფო რესურსის გამოყენება, რასაც ყოველი არჩევნების დროს აშშ აბრალებს „ქართულ ოცნებას“?!

„ამერიკული გორაკებია“, როცა მთელი დასავლეთი საქართველოს აკრიტიკებს მედიაზე ზეწოლის გამო - და ამავე დროს ყველა ამერიკული ტელეკომპანიისთვის აკრძალულია ტრამპის გამოსვლების ჩვენება, მისი საარჩევნო კომპანიის გაშუქება! სამაგიეროდ აჩვენებენ ბაიდენს: განა შეერთებული შტატებისთვის რუსეთის ბირთვული იარაღი უფრო საშიშია, ვიდრე უკრაინაში კორუფციით „სახელგანთქმული“ პრეზიდენტი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ორიენტაციას კარგავს და ძირს ეცემა?! ვისი ოჯახიც შერცხვენილია ბინძური სკანდალებით?

   რომელ კრემლის პროპაგანდას შეუძლია აშშ-ის დისკრედიტაცია ქართველების თვალში იმაზე მეტად, ვიდრე ამერიკის ელჩ კოლი დეგნანს, რომელიც აქტიურად იცავს ლგბტკი+ და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს? ყოველდღიურად რომ საყვედურობს მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალ ქართველებს - აქაოდა, არ ებრძვიან რუსებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს, რითაც უღალატეს უკრაინასა და დასავლურ ღირებულებებს?! რა პროპაგანდასა და პიარს შეუძლია ასე მკვეთრად გაზარდოს ღარიბაშვილის, კალაძის და კობახიძის რეიტინგი, ვიდრე დეგნანის კრიტიკას მათი მისამართით? რა მეტად გამოიწვევს ქართველი ხალხის სიყვარულს რუსებისადმი, ვიდრე რუსეთის კრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩის პირიდან?!

   შედეგად, ვაშინგტონის, მაქსიმალიზმსა და უკიდურესობებზე აგებული პოლიტიკა ჩაფლავდა - როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში, იგივე „ამერიკულ გორაკებს“ ვუყურებთ უკრაინაშიც: ნუთუ ამერიკულ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში ვერ გამოთვალეს, რომ დივიდენდები, რომლებიც აშშ-მ მიიღო რუსეთისა და ევროკავშირის ეკონომიკებისთვის ომის შედეგად მიყენებული ზარალისგან, შეუდარებელია იმ ხარჯებთან, რაც ამერიკამ კიევის რეჟიმისთვის იარაღით და ფინანსური დახმარების პაკეტებით გაწია? აშშ-ის წყალობით, ებრაული კომიკოსი ზელენსკი თითქოსდა „ამერიკული გორაკზე“ უკრაინის პრეზიდენტობამდე აფრინდა! მაქსიმალიზმითა და საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენით შეპყრობილ ამერიკელ ანალიტიკოსებს გადაწყვეტილების მიმღები ცენტრებიდან, სერიოზულად სჯეროდათ, რომ კვაზი-სახელმწიფო, კვაზი-პრეზიდენტითა და კვაზი-ეკლესიით, რუსეთის დამარცხებას შეძლებდა! არა, ეს უკვე მაქსიმალიზმი კი არა, იდიოტობა და ავანტიურიზმია...

მაგრამ რამდენიც არ უნდა იფრინო „ამერიკული გორაკებზე“ ​, მიწაზე დაეშვება მაინც მოგიწევს. გააგრძელებს თუ არა აშშ „ფრენას“, ანუ კონტრპროდუქტიული არაპრაგმატული პოლიტიკის გატარებას 2024 წლის არჩევნებამდე, სადაც, სავარაუდოდ, ტრამპი გაიმარჯვებს, საქართველოში კი - „ქართული ოცნება“? თუ „მიწაზე დაეშვება“ - შეწყვეტს უკრაინელი ფაშისტების დახმარებას, რაც ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელებს ფულს დაუზოგავს, ხოლო კონფლიქტის ორივე მხარეს ბევრ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს?

   დამაბრმავებელი მაქსიმალიზმი ხელს უშლის ამერიკელ ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამერიკის თანამედროვე საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, აღიარონ, რომ ომი არ არის შეერთებული შტატების ძლიერი მხარე - აშშ-მა დაიწყო და წააგო ყველა ომი, რუსეთს კი ომები არ დაუწყია, მაგრამ მოიგო ყველა. აშშ-ის ძალა ომში კი არა, ბიზნესშია, ომის შეწყვეტით და უკრაინის აღდგენაში მონაწილეობით, ამერიკა მიიღებს უზარმაზარ მოგებას - აშშ რუსეთთან პარტნიორობით ბევრად მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე მასთან ომით! ეს მარტივი არითმეტიკის საკითხია და თუ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა იხელმძღვანელოს არა პრაგმატიზმით, არამედ იდეალებით, როგორც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროინდელმა ბოლშევიკებმა, მაშინ გაასაჯაროონ ეს იდეალები, გააცნონ ისინი მსოფლიოს! მაგრამ ვშიშობ, რომ ვაშინგტონელმა ოროსნებმა და მათმა კიეველმა გლადიატორებმა ეს იდეალები Mein Kampf-დან გადაწერეს...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 15 ივნისი
საქართველო, თბილისი