სამართალი
პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, სასტუმრო "ვინოტელში" გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ელჩებს, მათ შორის, არც საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გაუკეთებიათ. ჰერჩინსკიმ მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ "პრივატული სადილი" იყო.

ჟურნალისტების კითხვებს არც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა: "ვახშამი იყო".