აქტუალური
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6034 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8136 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.