სამართალი
ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ არიან შეკრებილი.

მაღაროელები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

ისინი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ჩვენ ვითხოვთ ხელფასის მომატებას, სამუშაო პირობების შექმნას. არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა. რითი უნდა შევასრულოთ გეგმა, როცა ტექნიკა არ შემოუტანია კომპანიას? მოვიდნენ და ნახონ, რითი გამოგვაქვს ნედლეული მაღაროდან. ხალხი ბანკის ვალში გადავარდა, არადა, გვითხრეს, რომ ვალებს შეაჩერებდნენ. ხალხი გაღატაკდა. არ არის სასადილო და არაფერი. არ არის ჯანდაცვა. დაგვაზღვიეს? სადაც უნდა, იქ უნდა იმკურნალოს ადამიანმა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იუზა მაჭარაშვილმა.

ამ დროისთვის ყველა მაღარო გაჩერებულია.