სამართალი
15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 ივნისის 00:00 სთ-დან 17 ივნისის 00:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.