საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის Iკვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 13.7%-ით შემცირდა და 496.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში, ინვესტიციების 38.2% რეინვესტირებაზე მოდის და 189.6 მლნ ლარს შეადგენს.
ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ნიდერლანდები – 239.6 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: იაპონია – 63.2 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 54.7 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 47 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 28.2 მლნ აშშ დოლარით; მარშალის კუნძულები – 23.7 მლნ აშშ დოლარით; ყაზახეთი – 20 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 19.9 მლნ აშშ დოლარით; დანია – 11.1 მლნ აშშ დოლარით; შვეიცარია – 10.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – (-)21 მლნ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 226.3 მლნ აშშ დოლარი დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდიოდა. შემდეგია: ვაჭრობა – 90.7 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი – 43.3 მლნ აშშ დოლარით; ინფორმაცია და ტექნოლოგია – 42.3 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკა – 39.2 მლნ აშშ დოლარით; მშენებლობა – 17.5 მლნ აშშ დოლარით; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 15.7 მლნ აშშ დოლარით; საფინანსო და სადაზღვევო – საქმიანობები – 6 მლნ აშშ დოლარით; პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები – 4.9 მლნ აშშ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 4.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი სექტორები – 6.3 მლნ აშშ დოლარით.