აქტუალური
პრემიერი: ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა ქუთაისში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.