პოლიტიკა
კობა დავითაშვილი: „საერთაშორისო საზოგადოებას „ახლები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ ოპოზიციად არ მიაჩნია“

davitashvili„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ოპოზიციური „რვიანის“ ყოფილ წევრებს – „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“, ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებასა და „ფსევდოოპოზიციონერობაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ეს პარტიები არც საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია ოპოზიციად“. 
„ის გარიგება, რომელიც „რვიანის“ ცალკეულმა წარმომადგენლებმა და სატელიტმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებასთან დადეს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება იმის გამო, რომ ეს შეთანხმება დაიდო ულტიმატუმის, შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ. პრაქტიკულად, ეს იყო კორუფციული გარიგება“, – აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, „ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ორ პოლიტიკურ ძალას – ხელისუფლებასა და „ექვსიანს“, შეხვდნენ. კონგრესმენებმა თავად თქვეს – „ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას და ოპოზიციასო“.