პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: სალამეს თავში სალა აქვს!

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. „სალომენაია შლიაპა“ - ასე შევარქვი ლავროვის ფავორიტ ქაჯების პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არა მისი ქართულის (ვინ არ ენაბრგვილობს საჯარო გამოსვლების დროს, მითუმეტეს ასაკში?), ან პროვინციული ჩაცმულობისს და პლებეური გემოვნების გამო (სალომ დაამტკიცა, რომ შეიძლება დაიბადო და დაბერდე პარიზში, მაგრამ დარჩე პროვინციელად - შინაგანადაც და გარეგნულადაც!), არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ პლებეის შეუძლია სიამაყით მიანიშნოს ინტერვიუში, რომ ახალგაზრდობაში სექსი ჰქონდა თვითმფრინავში თვით ჟაკ შირაკთან და ისიამოვნოს კიდეც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვაში ამაზე ჭორაობდნენ!

   მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ სალმეს თავში სალა აქვს, თანაც - უკრაინული! მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ტვინი აქვს გაქონილი, შეუძლია თქვას, რომ დღეს რუსული ენა ანაქრონიზმია, რომ სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, ასევე უნდა შეწყდეს სავაჭრო ურთიერთობა და რუსი ტურისტების მიღება! სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთა საქართველოს (პ)რეზიდენტმა გასულ კვირას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

   თბილისში დაბრუნებული სალამეს არავის უთქვამს, რამდენად სულელური და პროვოკაციული იყო მისი გამოსვლა ბრიუსელში! პირიქით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მოჰიკანი ნირვანაშია! სწორედ ის ცნობილი ბოროტები, რომლებიც არასოდეს იცინიან - მარტო იქედნური ღიმილით იმანჭებიან! ამ უმაქნისმა პროფესიონალებმა, თავი რომ შეირცხვინეს უმაღლეს თანამდებობებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წყალობით დაიკავეს და უკავიათ, ნეტარებენ, რომ ამჯერად ზურაბიშვილს არ დაუდანაშაულებია საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია კრემლისტოაში!“, - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზესაქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.