საზოგადოება
ლიზა იასკო ამბობს, რომ შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომ შვილი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ის წერს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია, თუმცა არ ამბობს, როდის იმშობიარა.

მან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მისი შვილი უკრაინული ფესვებისაა და მამის უკრაინული გაგრძელებაა.

იასკო ბავშვის სქესზე არაფერს ამბობს, ასევე პოსტში არაფერია ნათქვამი, თუ სად იმშობიარა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალიებში. ზაფხულის პირველ დღეს. ბოლო დღეებში არ გვიძინია. ჩვენ არ ვფიქრობთ ზაფხულზე, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე, ბავშვების, რომლებიც სამწუხაროდ არ არიან უსაფრთხოდ თავიანთ სახლებში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი ძალიან მნიშვნელოვან დროს, რომლის გატარებასაც ერთად ვგეგმავდით. ჩემი შვილი - ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და ასე სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით“ , - წერს ლიზა იასკო.