აქტუალური
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს განცხადება სომხეთის პრემიერიერმა ჩეხურ ტელეკომპანია CNN primanews-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

„დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამას ამჩნევენ. რუსეთში კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები ამ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ და ამიტომ დაუცველები ვართ. მეჩვენება, რომ ყველა ამ შეტაკებისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთული ხდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ასეთი შესაძლებლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.