პოლიტიკა
ოპოზიციური „ექვსიანი“ პოლიტიკურ კოალიციად ჩამოყალიბდება

eqvsianiaროგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ექვსიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, „მთავარი ერთობლივად მუშაობაა, 6 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის გაგრძელების ფორმებს კი საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს“.

„ყველა ვარიანტი განიხილება – არა მარტო ბლოკის საკითხი, არამედ პოლიტიკური კოალიციისაც. შეიძლება სხვა – ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური სტრუქტურის საკითხი განვიხილოთ. ჩვენთვის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შინაარსი და სამართლიანი არჩევნების პირობების მისაღწევად უკომპრომისო ბრძოლა იქნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

„ექვსიანის“ საქმიანობის ფორმების შესახებ ჟურნალისტებთან სხვა ლიდერებმაც ისაუბრეს, თუმცა, ზოგადად, და იქვე აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.